ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების დირექტორმა გვანცა სიგუამ
უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიუხედავად ბავშვთა საკმარისი კონტიგენტისა, საბავშვო ბაღის შენობა არ იყო. ბაღის აღსაზრდელები სკოლის ეზოში არსებულ ერთ პატარა შენობაში იყვნენ განთავსებულნი ,რომელიც არ აკმაყოფილებდა საჭირო სტანდარტებს.
სოფელში ახალი სკოლამდელი დაწესებულება ადგილობრივებს საშუალებას აძლევს შვილები თანამედროვე სტანდარტების დაცვით გარემონტებულ ბაღში ატარონ,რომელიც აღჭურვილია ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა ინვენტარით.
თანამედროვე სტანდარტების დაცვით აგებული უხუთის საბავშვო ბაღის შენობა ერთ ჯგუფზეა გათვლილი და ამ ეტაპზე 25 აღსაზრდელი ირიცხება.
ბაღის ახალი შენობის მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 176 681 ლარი დაიხარჯა. სამშნებლო სამუშაოები, 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დეკემბერის ჩათვლით მიმდინარეობდა.