აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცა.
დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი სასადილოში მივიდა, ბენეფიციარებს ბედნიერი აღდგომა უსურვა და პირადად გადასცა მათ სადღესასწაულო ნობათი.
სააღდგომო საჩუქრები ვანის მუნიციპალიტეტის მერიის, „მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის“ სოციალური პროგრამით მოსარგებლე პირებს, 2011 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა.
აღნიშნული მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, სადღესასწაულო ნობათი დღეს 36 ბენეფიციარმა მიიღო.