ვანის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის აღდგენა დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრიამ დაათვალიერა.
რეაბილიტაცია უტარდება აღნიშნული გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთს,ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის დაზიანებული საფარის მოცილება ,რის შემდეგაც მოხდება ასფალტის შავი საფარის აღდგენა ,მოეწყობა სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩუტარდება მდინარე სულორზე არსებულ სახიდე გადასასვლელს, დაიხაზება გზის საფარი და მოეწყობა საგზაო ნიშნები.
აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საქმილსადენმშენი“ ახორციელებს.
ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 409 000 ლარი დაიხარჯება .