ვანი-სულორის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მეორე-მეშვიდე კილომეტრზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა დაათვალიერეს.
ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მოხდება საავტომობილო გზისა და ხიდის სრული რეაბილიტაცია.
დაიგება 5 კმ ასფალტის საფარი ,მოეწყობა სანიაღვრე არხები, ცხაურები, წყალგამტარი არხები და გზის გვერდულები, რაზედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 100 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანხმად აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 2 თვეში დასრულდება.