ვანის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
დღეს ალექსანდრე გოგორიშვილი ,სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსთან ივანე სანადირაძესთან და კოოპერატივი „თაფლი საჩინო“-ს დამფუძნებელთან მინდია ქავთარაძესთან ერთად დიხაშხოს, სულორის და ძულუხის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებთან შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების სერვისებისა და მომსახურების შესახებ, რომლებიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
საინფორმაციო შეხვედრაზე კოოპერატივი „თაფლი საჩინო“-ს დამფუძნებელმა მინდია ქავთარაძემ მოსახლეობას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მეფუტკრეობის განვითარების სფეროში .
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ივანე სანადირაძემ ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდა ვანის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებზე. კერძოდ,”აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო. ასევე “შეღავათიანი აგროკრედიტის ,პროექტის და სოფლის მეურნეობის პროდუქტის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების” შესახებ.
დღესვე შეხვედრაზე ადგილობრივებს ინფორმაცია მიეწოდათ თხილის ნარგავების მოვლის საშუალებების და მავნებლებთან ბრძოლის მეთოდების შესახებ, ასევე პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების შესახებ რაც მეცხოველეობის პროდუქტიულობას საგრძნობლად გაზრდის .
მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის ოცდაერთივე ადიმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.
შეხვედრების ჩატარების ადგილის და დროის შესახებ წინასწარ ეცნობება მოსახლეობას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ.