ვანის მუნიციპალიტეტის პროექტის „ იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა “ ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
შეხვედრების მიზანია ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის და მასზე მომზადებული სახელმწიფო პროექტების შესახებ ცნობიერების გაზრდა. დამსწრე აუდიტორიას აგრეთვე მიეწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
პროექტის მიზანია იმერეთის მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის – „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ.
პროექტი დაფინანსებულია #GIZ მიერ, პროექტის – „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის პლატფორმა“ ფარგლებში.