ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მერიის სააქტო დარბაზში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან მორიგი თათბირი გამართა. თათბირს ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი და ა(ა)იპ ვანის კომუნალური გაერთიანების დირექტორი კონსტანტინე გურგენიძე დაესწრნენ .
თათბირზე მერის წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის შესახებ და იმსჯელეს სოფლებში განხორციელებულ და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
შეხვედრაზე ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის დასუფთვების სახითხიც განიხილეს.
ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში,სოფლის ცენტრების და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების მოვლა-დასუფთავება დაავალა.
დასუფთავების აქცია პარასკევს გაიმართება და მასში მერის წარმომადგენლები,ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და მოხალისეები მიიღებენ მონაწილეობას.
მსგავსი თათბირები ვანის მუნიციპალიტეტში ყოველი კვირის ოთხშაბათს იმართება, რაც სახელმწიფო და ადგილობრივი ხელიფუფლების კოორდინირებულ მუშაობას უწყობს ხელს.