ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში
ოთხშბათის ტრადიციული თათბირი ჩატარდა.
თათბირს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს, ასევე განიხილეს მოსახლეობასთან შეხვედ რების განრიგიც.
მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კვლავ განახლდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება .
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი და განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობის საერთო კრებები ჩატარდება, სადაც მოხდება ინიცირებული პროექტების განხილვა და პრიორიტეტულის გამოვლენა.
აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად ვანის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 285 000 ლარი გამოიყოფა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება 4-13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.