ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვანის სახანძრო-სამაშველო განყოფილების წარმომადგენლებს და მათ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
ალექსანდრე გოგორიშვილმა მადლობა გადაუხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, მთელი წლის მანძილზე მოქალაქეების წინაშე თავდადებული სამსახურისთვის და მშვიდობიანი 2019 წელი უსურვა.
დღესვე ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ვანის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა მცირეწლოვან შვილებს სადღესასწაულო ნობათი გადასცა.