ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან თათბირი გაიმართა. თათბირს მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის სანფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ივანე სანადირაძე, მან მერის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის #224 , 2018 წლის 30 იანვრის განკარგულება გააცნო,რომელიც შეეხება ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებს . ქვეყანაში აზიური ფაროსაას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების კოორდინაციის მიზნით,შექმნილია სამთავრობო კომისია . ადგილობრივ მოსახლეობას უკვე დაურიგადათ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველი პრეპარატები,ვისაც ჯერ კიდევ არ აუღია აღნიშნული პრეპარატი, შეუძლია მიმართოს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობებს სოფლებში და ქალაქ ვანში. დღევანდელ თათბირზე ისჯელეს საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე. წელს ვანის მუნიციპალიტეტს ტექნიკით “შპს მექანიზატორი“ დაეხმარება ,რათა დაცული იყოს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების აგროვადები. დასასრულს მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის სანფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტების და სამომავლო გეგმების შესახებაც მიეწოდათ ინფორმაცია. მსგავსი თათბირები ვანის მუნიციპალიტეტში ყოველი კვირის ოთხშაბათს იმართება, რაც სახელმწიფო და ადგილობრივი ხელიფუფლების კოორდინირებულ მუშაობას უწყობს ხელს.