ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი 6 სხვადასხვა დასახელების ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელებაზე, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 474 121 ლარი გამოიყო.
- ამაღლება-საპრასიის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია /ინაშაურის მიმართულებით/ (შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 700`000.00 ლარი ).
- ბზვანის ადმინისტრაციული ერთეულის დაფნარი-ვანი-ბაღდათის მაგისტრალთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. (შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 561`913.00 ლარი ).
- ქ. ვანში ჩუგნაძის ქუჩისა და სოლომონ მეორეს ქუჩის მეორე შესახვევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
- ქ. ვანში თავისუფლების ქუჩის შესახვევების (მე-3, მე-4, მე-5 მე-6) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (ქ.ვანში ორივე დასახელების სამუშაოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 778`808.00 ლარი).
- ზედავანი-გადიდის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
- სულორის ადმინისტრაციულ ერთეულში შოშიტაშვილების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (ზედავანსა და სულორში ჯამურად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 433`400.00 ლარი).
სამუშაოების შესყიდვის ბოლო ვადაა 6 თებერვალი, რის შემდეგაც აღნიშნულ გზებზე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში დასრულდება.