ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მერიის სააქტო დარბაზში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან მორიგი თათბირი გაიმართა.
თათბირს ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად მერის მოადგილეებიც დაესწრნენ.
შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ და იმსჯელეს სტიქიის პროგრამით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.
შეხვედრაზე მერმა ყურადღება გაამახვილა მათ მიერ შემუშავებულ მუნიციპალურ პროგრამებზე, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ალექსანდრე გოგორიშვილმა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს დაავალა მაქსიმალურად მიაწოდონ მოქალაქეებს ინფორმაცია ვანის მუნციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამების შესახებ.
ვანის მუნიციპალიტეტში 2018 წლის სოციალური პროგრამები:
1. ახალშობილთა ოჯახებისათვის დახმარება
2. დიალიზის პროგრამაში ჩართულთა დახმარება
3. დღეგრძელთა (100 და მეტი წლის) დახმარება
4. მარჩენალგარდაცვლილ პირთა დახმარება
5. მეორე მსოფლიო ომის, ჩერნობილის ატომური ელ.სადგურის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებისათვის და 9 აპრილს დაზარალებულთათვის დახმარება
6. მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფა
7. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
8. პირველი ჯგუფის ინვალიდებისათვის დახმარება
9. საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარება
10. სამედიცინო დახმარება
11. სარიტუალო დახმარება
12. სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტთა დახმარება
13. სტიქიით დაზარალებუთა დახმარება
14. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების დახმარება