ვანის მუნიციპალიტეტის ზენდრის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო.
ამ დროისთვის სოფელ ზეინდარში შუაგორას სკოლიდან მაცხოვრის ტაძრამდე სტიქიის შედეგად დამეწყრილი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს,რომლის საპროქექტო ღირებულება 127 100 ლარს შეადგენს.
მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და აღნიშნულ გზაზე ხორციელდება გზის მოასფალტების სამუშოები.
სოფელში მიმდინარე სამუშაოები გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბესარიონ ახვლედიანმა დაათვალიერა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშოები ვადების დაცვით,ხარისხიანად ხორციელდება: აცხადებს ბესარიონ ახვლედიანი.