დღეს ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა დევიზით:
„ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა…ჩვენი პასუხისმგებლობა“.
საქართველო უკვე მეხუთე წელია მონაწილეობას იღებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიაში „დავასუფთავოთ მსოფლიო“,რომელიც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით ტარდება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას ემსახურება.
აქციის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ყოველ წელს დასუფთავების მასშტაბური აქცია იმართება .
დღეს ქალაქის დასუფთავების აქციაში გამგეობის თანამშრომლები და მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას,რომლებმაც ქალაქის ცენტრალური ნაწილი,9 აპრილის სკვერი და მისი მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით აქციამ ვანის სოფლებიც მოიცვა .
დასუფთავების აქცია კიდევ ორი დღე 17 -18 სექტემბერს გაგრძელდება და მასში ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას.
ვანში მიმდინარე აქციას ორგანიზებას უწევს, ა(ა)იპ“ ვანის კომუნალური გაერთიანება“.