ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.ამ დროისთვის გაწმენდილია სოფელ ბზვანსა და სულორში მისასვლელი გზები,გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სოფელ მთისძირსა და ამაღლებაში.დღეს დილიდან მიმდინარე სამუშაოებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ტაბიძე პირადად ხელმძღვანელობს.როგორც კომუნალურ სამსახურში აცხადებენ,ვანის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხება ყველა სოფელში იქნება აღმოფხვრილი.