ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
სოფელ მუქედში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დღეს გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბესარიონ ახვლედიანმა დაათვალიერა.
საქართველოს მთავრობის N 1409 განკარგულებით სოფელ მუქედში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოთ გამოყოფილი თანხიდან,რომლის მთლიანი ოდენობა 390 200 ლარს შეადგენს, 23 სხვა და სხვა დასახელების სამუშაოს შესრულებაა დაგეგმილი .
აღნიშნული თანხით სოფელში მოეწყობა 4 საბოგირე გადასასვლელი 9 ხიდი ,რამოდენიმე ბეტონის გზა, გაბიონი და ბორდიურები .
ასევე დაგეგმილია გზების შეკეთება, არხების ამოწმენდის და მოსახლეობის ნაკვეთებს შორის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.
ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ზიმო“ , ბეტონის გზებს, ბორდიურებს და გაბიობნების რეაბილიტაციას შპს „ფირმა იმედი“ განახორციელებს.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.