დღეს ვანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში სკოლის და საბავშვო ბაღების პედაგოგებსა და აღმზრდელებს C ჰეპატიტსა და შიდსის ვირუსზე უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ .
C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ღონისძიებები მოიცავს :
ა) C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკას: 1) მკურნალობაში ჩართვამდე და ; 2) მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარებას.
ბ) C ჰეპატიტით დაავდებულ პირთა მკურნალობას C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებით.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ მსგავსი უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს მთელს ვანის მუნიციპალიტეტს, რის შესახებაც გამგეობის ოფიციალური გვერდის საშუალებით წინასწარ ეცნობება მოსახლეობას.