5 ივლისს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში, სამედიცინო კორპორაცია ევექსი იმერეთის გუბერნიისა და ვანის რაიონული გამგეობის მხარდაჭერით ახორციელებს უფასო სამედიცინო გასინჯვებს ამაღლების, ბზვანის და საპრასიის მოსახლეობისათვის.
სამედიცინო მომსახურეობა პირველ რიგში მოიცავს კიბოს სკრინიგს, რომელიც არის სახელმწიფო პროგრამა და გულისხმობს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.(სკრინინგ კვლევით სარგებლობა შეუძლიათ 25 დან 70 წლამდე ქალბატონებს და მამაკაცებს.უფრო კონკრეტულად:
• ძუძუს კიბოს სკრინინგს ექვემდებარება 40-70 წლის ასაკის ქალები;
• საშვილოსნოს ყელის სკრინინგს 25-60 წლის ასაკის ქალები;
• პროსტატის კიბოს მართვას – 50–70 წლის ასაკის მამაკაცები;
• კოლორექტული კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესის პირები. )
კვლევებში მონაწილეობას მიიღებს ექიმ სპეციალისტები: ნევროლოგი, ორთოპედ- ტრამვატოლოგი, ქირურგი, მამოლოგი, გინეკოლოგი, ჩატარდება ლაბორატორიული და ეხოსკოპიური კვლევები.(აღნიშნულ კვლევებში ჩასართავად ასაკი შეზღდული არ არის და უფასო გამოკვლევის ჩატარების საშუალება ექნება ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანს.)
სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმები.
შეგახსენებთ რომ გამოკვლევები მთელი დღის მანძილზე სამივე სოფლის მოსახლეობისთვის იწარმოებს სოფელ ამაღლების საბავშვო ბაღის შენობაში.
აღნიშნული აქცია ეტაპობრივად მოიცავს მთელს მუნიციპალიტეტს და მისი ჩატარების დროს და ადგილს შეიტყობთ ჩვენი ფეისბუქ გვერდის საშუალებით.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას !