ვანში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიად მოიზიდე და გაანადგურეს პრინციპია მიჩნეული, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსებულია ფერომონები,რომლის მეშვეობითაც ხდება მავნებლის მოზიდვა ,შემდგომ კი ხორციელდება წერტილოვანი შეწამვლითი სამუშაოები . პროცესის მიმდინარეობას ვანში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ადგილზე აკვირდებოდნენ იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი , აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებმა დღესვე, ფერომონებით მოზიდული ფაროსანების ცივი შესხურების მეთოდით შეწამვლა მოახდინეს. ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში 50 ათასი ფერომონია დამონტაჟებული. უახლოეს დღეებში დაიწყება თერმული ნისლით წამლობის ახალი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.