ქ. ვანში ჩუგნაძის ქუჩის და სოლომონ მეორის ქუჩის მეორე შესახვევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
აღნიშნულ ქუჩებზე დაიგო საავტომობილო გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი და აღდგა დაზიანებული ინფრასტრუქტურა.
ახლად რეაბილიტირებული გზა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა დაათვალიერეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „პალადა“-მ განახორციელა.
ჩუგნაძის და სოლომონ მეორის ქუჩის მეორე შესახვევში გზის რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 442 492 ლარი დაიხარჯა.