ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის წარმომადგენელმა ქალაქ ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ვლადიმერ ხელაძემ, ქალაქის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ოჯახებს, რომელთა სახლებიც ძლიერმა ქარმა დააზიანა ,სახლის გადასახური მასალა გადასცეს.
30-31 მარტის ძლიერი ქარის შედეგად ვანში 22 ოჯახი დაზარალდა, ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები და კარ-ფანჯარა.
დღეს დაზარალებული ოჯახების ნაწილს გადაეცათ სახურავისათვის გოფრირებული თუნუქის და ხის მასალა.
უახლოეს დღეებში კი ყველა დაზარალებულ ოჯახს გარდა ხის და თუნუქის გადასახური მასალისა, გადაეცემათ რკინისა და სხვა სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მასალები.