ვანი-ხონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრმა გივი ჭიჭინაძემ ,ვანის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გოგორიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილთან ერთად, ვანში მცხოვრებ ორ გაჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად პლაზმური ტელევიზორები და ტკბილეული გადასცა.
საქველმოქმედო აქცია მაჟორიტარი დეპუტატის გივი ჭიჭინაძის ინიციატივით გაიმართა.