GDG ჯგუფი ვანში ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას იწყებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს,სასტუმრო იქნება ოთხვარსკვლავიანი, პატარა მოცულობის, მასში დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება.
მოგეხსენებათ, რომ ამ ქალაქში სასტუმრო არ არის და ამდენად, საჭიროა, რომ რაც შეიძლება მალე აშენდეს. მიმდებარე ტერიტორიაზე არქელოგიური მუზეუმი აშენდება და ვანის ნაქალაქარის რეაბილიტაცია დასრულდება, შესაბამისად, ვანში სასტუმროს არსებობა აუცილებელია“, – აღნიშნავს ბეჟან წაქაძე.
მისივე თქმით, სასტუმრო 25 ნომრიანი იქნება. მასში განთავსდება საკონფერენციო და სპორტული დარბაზები და რესტორანი.