ვანის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი ადგილზე გაეცნო.
ვანში სასწრაფო დახმარების შენობა არ არსებობდა. სამედიცინო პერსონალს წლების განმავლობაში ძველი საავადმყოფოს შენობაში გამოყოფილ ერთ ოთახში უწევდა ყოფნა. ახალი ცენტრი კი აბსოლუტურად შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება საჭირო ტექნიკით. მარტიდან მუნიციპალიტეტს თანამედროვე ცენტრი მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივებისთვის მომსახურების ხარისხს.