ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის გრილიონ ტუღუშის მემორიალური დაფა გაიხსნა. წელს პირველად საქართველოს ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის და ქორეოგრაფიის მოღვაწეთა ეროვნული კავშირის ერთობლივი ძალისხმევით კონცერტ-ფესტივალი ჩატარდა,რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოცეკვავეთა ანსამბლებთან ერთად ადგილობრივი ანსამბლებიც მონაწილეობდნენ. აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტში გამართული კონცერტი გრილიონ ტუღუშის ხსოვნას მიეძღვნა. გრილიონ ტუღუში 40 წლის მანძილზე ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში. 1971-1984 წლებში გრილიონ ტუღუში ვანის მუნიციპალიტეტში მოღვაწეობდა , მის ხელში მრავალი მოცეკვავე და ქორეოგრაფი აღიზარდა, რომელთაც არ დაივიწყეს თავიანთი პედაგოგის ღვაწლი და სწორედ ამიტომ მისი ხსოვნის პატივსაცემად ვანში გრლილიონ ტუღუშის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას ცნობილი ქართველი მოცეკვავე ანსამბლ „სუხიშვილების „ სოლისტი ომარ მხეიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ. კონცერტზე შესრულებული საცეკვაო ნომრები მაყურებლის აღფრთოვანებას იწვევდა . როგორც ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, აღნიშნული კონცერტ-ფესტივალი სამომოავლოდ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და მთელ საქართველოს მოიცავს.