ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა ზედავანი – გადიდის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერეს.
ზედავანი-გადიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 1,700 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება .
აღნიშნული გზის რეაბილიტაციაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 347 200 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს შპს „გიანი „ ახორციელებს.