ვანის მუნციპალიტეტის ზედავანის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეის მდგომარეობით დახრეშილია ზედავანი-ტყელვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი.
სამუშაოების მიდინარეობა გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბესარიონ ახვლედიანმა პირადად დაათვალიერა.
ზედავანში ტყელვანის გზაზე ჭასთან ბეტონის საფარის მოსაწყობად 21 000 ლარი დაიხარჯება.
ასევე სოფელ ზედავანში უსახელო ღელიდან ოჩხიკიძის ნაკვეთამდე ბეტონის საფარის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 25 000 ლარია გამოყოფილი.
სულ სტიქიის ლიკვიდაციის პრიოგრამით ზედავანის ადმინისტრაციულ ერთეულში 37 დასახელების სამუშაო შესრულდება.
მოწესრიგდება სტიქიით დამეწყრილი შიდა საუბნო გზები,მოეწყობა ბოგირები,ცხაურები და გზის დამცავი ნაგებობები.
მთლიანად ზედავანის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სრეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად 143 600 ლარი დაიხარჯება.