0(432) 22 10 34
მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმა
სოციალური პროგრამები 2021
ახალშობილთა ოჯახების დახმარება
კოდი: 06 02 01
ბიუჯეტი: 80000 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაიცემა პირველ შვილზე 300 ლარის, მეორე შვილზე 350 ლარის, მესამე შვილზე 400 ლარის, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე 500 ლარის ოდენობით, ტყუპების შემთხვევაში, თითოეულ ბავშვზე 500 ლარი. თუ ახალშობილის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 1-დან 70000-მდეა, დახმარების ოდენობა იზრდება 20 (ოცი) %-ით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
კოდი: 06 02 02
ბიუჯეტი: 27500 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა ოჯახებზე, რომელთაც ჰყავდათ ოთხი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
სამედიცინო დახმარება
კოდი: 06 02 03
ბიუჯეტი: 300000 ₾
აღწერა: პროგრამის აღწერა და მიზანი ფულადი დახმარება წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით ეძლევათ ონკოლოგიური (მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნე) დაავადების მქონე პაციენტებს; ფულადი დახმარება წლის განმავლობაში არაუმეტეს 700 ლარის ოდენობით ეძლევათ: ა) მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 1-დან 70000 -ის ჩათვლით; ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 1-დან 100000-ს ჩათვლით; გ) 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს; დ) გულის დაავადებათა მქონე პაციენტებს; ე) C ქრონიკული ჰეპატიტით და ღვიძლის ციროზით დაავადებულებს. ერთჯერადი დახმარება პაციენტის გადასახდელი თანხის 50%-ის, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით ეძლევათ: ა) მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 70001-დან 150000 -ის ჩათვლით; ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვებს; გ) 75 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს. დანარჩენი მოქალაქეებისთვის ერთჯერადი დახმარების მოცულობა განსაზღვრულია პაციენტის გადასახდელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 300 ლარისა.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულთა დახმარება
კოდი: 06 02 04
ბიუჯეტი: 55000 ₾
აღწერა: პროგრამის აღწერა და მიზანი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 200 ლარის ოდენობით ყოველთვიური ფინანსური დახმარების გაცემა დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
შშმ პირთა დახმარება
კოდი: 06 02 05
ბიუჯეტი: 72000 ₾
აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ), 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ერთჯერადად ფულადი დახმარების გაწევას, 500 ლარის ოდენობით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევებით (ფენილკეტონურია და სხვა ჰიპერფენილალანინემიები) დაავადებული, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყოველთვიურად დახმარების გაწევას, 200 ლარის ოდენობით და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას 200 ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფა
კოდი: 06 02 06
ბიუჯეტი: 40000 ₾
აღწერა: პროგრამაში ჩართულ ყოველ ბენეფიციარზე დახმარება გაიცემა დღეში ერთჯერადი კვების სახით, დამტკიცებული მენიუს შესაბამისად. პროგრამის ფარგლებში სადღესასწაულო დღეებში შესაძლებელია ბენეფიციარებზე ან სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხვა პირებზე საჩუქრად გაიცეს საკვები პროდუქტები.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
სტიქიით დაზარალებულთა დახმარება
კოდი: 06 02 07
ბიუჯეტი: 33500 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე. დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახზე არაუმეტეს 3000 ლარის, ხოლო სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
დღეგრძელთა დახმარება
კოდი: 06 02 08
ბიუჯეტი: 7000 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 1000 ლარის ოდენობით ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა 100 და მეტი წლის პირებისთვის.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
ვეტერანთა დახმარება
კოდი: 06 02 09
ბიუჯეტი: 13000 ₾
აღწერა: ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით ეძლევათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებსა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, 300 ლარის ოდენობით - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებსა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე, სოციალურად დაუცველ (100 000 - მდე სარეიტინგო ქულა) ვეტერანებს, 500 ლარის ოდენობით - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, 500 ლარის ოდენობით - 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულებს და 300 ლარის ოდენობით ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებს.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
მარჩენალგარდაცვლილ პირთა დახმარება
კოდი: 06 02 10
ბიუჯეტი: 23000 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა: ა) სოციალურად დაუცველ მარჩენალგარდაცვლილ ოჯახებზე, რომლებიც ღებულობენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს, ამავე დროს რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, ერთ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. ბ) მარჩენალგარდაცვლილ ოჯახებზე, რომლებიც ღებულობენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს, ერთ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით. გ) დედ-მამით ობლებს, რომლებიც ღებულობენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს, ერთ ბენეფიციარზე 500 ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
სტუდენტთა დახმარება
კოდი: 06 02 11
ბიუჯეტი: 22000 ₾
აღწერა: პროგრამის აღწერა და მიზანი პროგრამა ითვალისწინებს დახმარების გაწევას 500 ლარის ოდენობით უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების სტუდენტებზე, რომელთა ოჯახები იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 1-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულა.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
ძალადობის მსხვერპლთა დახმარება
კოდი: 06 02 12
ბიუჯეტი: 2000 ₾
აღწერა: პროგრამის აღწერა და მიზანი პროგრამა ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეზე (მსხვერპლზე), რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა - მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა, ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას 200 ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
უსახლკაროთა დახმარება
კოდი: 06 02 13
ბიუჯეტი: 5000 ₾
აღწერა: პროგრამის აღწერა და მიზანი პროგრამა ითვალისწინებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“-ს საფუძველზე რეგისტრირებული უსახლკარო პირების/ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფას.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
სარიტუალო დახმარება
კოდი: 06 02 14
ბიუჯეტი: 20000 ₾
აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს: ა) სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 1-70000-ის ჩათვლით, ხოლო არასრულწლოვან გარდაცვლილზე 1-100000-ის ჩათვლით) გარდაცვლილის დასაფლავების ხარჯების გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემას 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ბ) გარდაცვლილი ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილის დასაფლავების ხარჯების გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემას 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით; გ) გარდაცვლილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის ოჯახის წევრზე ან დასაფლავების ხარჯების გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემას 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით; დ) გარდაცვლილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების დაკრძალვის ხარჯების გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემას 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ე) უჭირისუფლო გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯის გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
სარიტუალო მომსახურეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება
კოდი: 02 06 16
ბიუჯეტი: 3500 ₾
აღწერა: ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მებრძოლის,მეორე მსოფლიო ომის მებრძოლის და იძულებით გადაადგილებული ხონში დაბრუნების შემდეგ გარდაცვლილი პირის ოჯახების დაფინანსება განისაზღვრა 250-ლარის ოდენობით ერთჯერადად
განმახორციელებელი სამსახური: ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: დაღუპული ვეტერანების ოჯახების კმაყოფილება ყურადღებისათვის მუნიციპალიტეტის მხრიდან. მათი დაღუპული ოჯახის წევრის ღვაწლის დაფასებისათვის .
სოციალური პროგრამები 2022
ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა
კოდი: 06 02 01
ბიუჯეტი: 75000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს ახალშობილთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწვას პირველ შვილზე 300 (სამასი), მეორე შვილზე 350 (სამასორმოცდაათი), მესამე შვილზე 400 (ოთხასი), მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე 500 (ხუთასი), ხოლო ტყუპების შემთხვევაში, თითოეულ ბავშვზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. თუ ახალშობილის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 1-დან 70000-მდეა, დახმარების ოდენობა გაიზრდება 20 (ოცი) %-ით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა
კოდი: 06 02 02
ბიუჯეტი: 30000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს იმ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, თითოეულ არასრულწლოვან შვილზე 100 (ასი) ლარის ოდენობით. თუ ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 1-დან 120 000-მდეა, დახმარების ოდენობა გაიზრდება 20 (ოცი) %-ით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
სამედიცინო დახმარების პროგრამა
კოდი: 06 02 03
ბიუჯეტი: 330000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას/თანადაფინანსებას. დახმარების მოცულობა განისაზღვრება პაციენტის კატეგორიის მიხედვით. პირველ კატეგორიაში შედიან ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნე) დაავადების მქონე პირები. ანაზღაურდება გადასახდელი თანხის 100 %, არაუმეტეს წელიწადში 1200 (ათასორასი) ლარისა. მეორე კატეგორიაში შედიან: ა) გულის დაავადებათა მქონე პაციენტები; ბ) C ქრონიკული ჰეპატიტით და ღვიძლის ციროზით დაავადებული პირები; გ) ფსიქიკური დარღვევების მქონე პირები. ანაზღაურდება გადასახდელი თანხის 100 %, არაუმეტეს წელიწადში 800 (რვაასი) ლარისა. მესამე კატეგორიაში შედიან: ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 1-დან 70 000 - ის ჩათვლით; ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 1-დან 120 000-ის ჩათვლით; გ) 18 წლამდე ასაკის შშმ პირები. ანაზღაურდება გადასახდელი თანხის 100 %, არაუმეტეს წელიწადში 800 (რვაასი) ლარისა. მეოთხე კატეგორიაში შედიან: ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 70 001-დან 150 000 -ის ჩათვლით; ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები; გ) 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები; დ) შშმ პირები. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება პაციენტის გადასახდელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა. ამ კატეგორიის მოქალაქეები პროგრამით ისარგებლებენ წელიწადში ერთხელ. მეხუთე კატეგორიაში შედის დახმარების მიმღები ყველა სხვა მოქალაქე. მათთვის დახმარების ოდენობა განისაზღვრება პაციენტის გადასახდელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. ისინი პროგრამით ისარგებლებენ წელიწადში ერთხელ.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამა
კოდი: 06 02 04
ბიუჯეტი: 80000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულთა ყოველთვიურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევებით (ფენილკეტონურია) დაავადებული, 18 წლამდე ასაკის ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, აუტიზმის სპექტრის აშლილობათა მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების და I ტიპის (ინსულინდამოკიდებული) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
შშმ პირთა დახმარების პროგრამა
კოდი: 06 02 05
ბიუჯეტი: 70000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერად ფინანსური დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის „ნათელი მომავალი“, ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
კოდი: 06 02 06
ბიუჯეტი: 40000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს მზრუნველობა მოკლებული მოქალაქეების/ოჯახების კვებით უზრუნველყოფას, დღეში ერთჯერადი სადილის სახით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამა
კოდი: 06 02 07
ბიუჯეტი: 30000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს ფულადი დახმარების გაწევას დაზარალებული ოჯახებისთვის, რომელთაც ხანძრის შედეგად დაეწვათ საცხოვრებელი სახლი ან სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათა ცვენა, წყალდიდობა, ძლიერი ქარი) შედეგად დაზარალდნენ. დახმარების მაქსიმალური ოდენობა ხანძრის შემთხვევაში 3000 (სამი ათასი) ლარი, სხვა სტიქიური მოვლენების დროს 2000 (ორი ათასი) ლარი.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
დღეგრძელთა (100 და მეტი წლის) დახმარების პროგრამა
კოდი: 06 02 08
ბიუჯეტი: 7000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა დღეგრძელისთვის (100 და მეტი წლის ხანდაზმულთათვის) ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას დაბადების დღეზე 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
ვეტერანთა დახმარების პროგრამა
კოდი: 06 02 09
ბიუჯეტი: 13000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებსა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას 500 (ხუთასი) ლარის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებსა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე, სოციალურად დაუცველ (100000 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები) ვეტერანთათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას 300 (სამასი) ლარის, 26 აპრილისთვის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას 300 (სამასი) ლარის და 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
მარჩერნალდაკარგულ პირთა დახმარების პროგრამა
კოდი: 06 02 10
ბიუჯეტი: 23000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს მარჩენალდაკარგული პირებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას ერთ ბენეფიციარზე 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგული პირებისათვის ერთ ბენეფიციარზე 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, დედ-მამით ობლებისათვის ერთ ბენეფიციარზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
სტუდენტთა დახმარების პროგრამა
კოდი: 06 02 11
ბიუჯეტი: 25000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს დახმარების გაწევას ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების სტუდენტებზე, რომელთა ოჯახები იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 1-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულა ან არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა
კოდი: 06 02 12
ბიუჯეტი: 2000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეზე (მსხვერპლზე), რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა
კოდი: 06 02 13
ბიუჯეტი: 5000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“-ს საფუძველზე რეგისტრირებული პირების/ოჯახების, ოჯახური ძალადობისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, საცხოვრებელი ფართის არმქონე პირების ბინის ქირით უზრუნველყოფას. ბინის ქირის ყოველთვიური ოდენობა, უძრავი ქონების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით განისაზღვრება 80 -დან 120 ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
სარიტუალო დახმარების პროგრამა
კოდი: 06 02 14
ბიუჯეტი: 20000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ გარდაცვლილთა, ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილე გარდაცვლილთა, ომისა და თავდაცვის ძალების გარდაცვლილ ვეტერანთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ გარდაცვლილ პირთა და უჭირისუფლო გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯების გამწევ პირებზე დახმარების გაწევას. დახმარების მაქსიმალური ოდენობა 300 (სამასი) ლარი.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
მარტოხელა მშობელთა დახმარების პროგრამა
კოდი: 06 02 15
ბიუჯეტი: 5000 ₾
აღწერა: ითვალისწინებს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას, თითოეულ ბავშვზე, რომელთა მიმართაც პირს დაუდგინდა მარტოხელა მშობლის სტატუსი, 100 (ასი) ლარის ოდენობით. თუ ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 1-დან 120 000-მდეა, დახმარების ოდენობა გაიზრდება 20 (ოცი) %-ით.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად.
ახალგაზრდული პროგრამები - 2022
ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზების დაფინანსება
კოდი: 05 03
ბიუჯეტი: 5830 ₾
აღწერა: ვანის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტის ფინანსური მხარდაჭერა, თავისუფალი დროის ეფექტურად და შინაარსიანად ხარჯვის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი პოტენციალის გამოვლენა, ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა. ახალგაზრდებისათვის სოციალურ-ეკონომიური კეთილდღეობის,მრავალმხვრივი განვითარებისა და თვითრეალიზებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, საზოგადოების ცხოვრებაში ახალალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. 1) ინტელექტუალური თანმაშები ,,რა?, სად?, როდის? სასკოლო ჩემპიონატი ჩემპიონატი - 500₾; 2) ცნობილ ადამიანებთან(მწერლები, პოეტები,მსახიობები) შეხვედრის ორგანიზება- 2000₾; 3) წლის წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოება- 1500₾; 4) სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებში ჩართული მონაწილეებისათვის ფასიანი საჩუქრების შეძენა- 700 ₾; 5) სპექტაკლების ორგანიზების ხარჯი- 1130 ₾
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: გაზრდილია გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და მოხალისეობრივ საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობა; შშმ პირების საზოგადოებაში ჩართვის ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდულ პოლიტიკასთან.
ინფრასტრუქტურული პროგრამები - 2022
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
კოდი: 02 01
ბიუჯეტი: 5351500 ₾
აღწერა: საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების კაპიტალურ და მიმდინარე შეკეთებას, ახალი გზების მშენებლობას. პროგრამის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი. ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები უმეტესწილად ხმარდება მოვლა პატრონობას, გზების მიმდინარე შეკეთებას და პროექტის ზედამხედველობას. მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასრულდება შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ტობანიერის და სალომინაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე აღნიშნული ფონდიდან მიმდინარე წელს განხორციელდება ქ.ვანის, ზეინდრის, ბზვანის, დიხაშხოს, ციხესულორის და შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დასრულდება ზედა ვანის, მუქედის, ძულუხის, სალხინოს, ფერეთას, ზეინდარის, შუამთის და ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობისათვის შექმნილია და მოწესრიგებულია თანაბრადხელმისაწვდომი, სტანდარტების შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა
სანიაღვრე არხების და ნაპირსამაგრი სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
კოდი: 02 02
ბიუჯეტი: 4900 ₾
აღწერა: პროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა რეაბილიტაცია. უზრუნველყოფილი იქნება სტიქიის პრევენცია. პროგრამა ფინანსდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით. მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის შესაძლო წყალმოვარდნებისაგან დაცვა, სანიაღვრე ქსელის გამართული ფუნქციონირება, უსაფრთხო გარემოს შექმნა.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა რეაბილიტაცია, რის შედეგად უხვი ნალექების პირობებში მოსახლეობა დაცული იქნება დატბორვისგან, ხოლო სანაპირო ზოლი ჩამოშლისაგან.
გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
კოდი: 02 04
ბიუჯეტი: 200000 ₾
აღწერა: ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისა და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათების ქსელის გამართულ ფუნქციონირებას. წარმოდგენილი პროგრამის ფარგლებში განათების სისტემის ექსპლოტაციისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. ვანში და 20 ადმინისტრაციულ ერთეულში. პროგრამის ასიგნებები მოხმარდება გახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურებას.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ექსპლუატაცია გაეწევა 7 000-მდე სანათს და საჭიროებისამებრ მოეწყობა ახალი სანათები
სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა და რეაბილიტაცია
კოდი: 04 02
ბიუჯეტი: 317500 ₾
აღწერა: დღეისათვის მუნიციპალიტეტში ფუქნციონირებს 26 ბაღი, საშუალოდ ერთ ბაღში სწავლობს 30 აღსაზრდელი (მ.შ. გოგო 15, ბიჭი 15) მუნიციპალიტეტში საშუალოდ წლიურად ბაღის ასაკის მოსახლეობის რიცხვი არის 700, (მ.შ. გოგო 350; ბიჭი 350) ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობისათვის, სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით უნდა მოხდეს ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება, არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, მათი აღჭურვა სათანადო ინვენტარით. რეაბილიტაციის დროს გათვალისწინებული იქნება როგორც ქალი და მამაკაცი პერსონალის, ასევე აღსაზრდელი გოგონების და ბიჭების საჭიროებების გათვალისწინება, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე პირების. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დასრულდება დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ისრითში საბავშო ბაღის რეაბილიტაცია.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ბაგა-ბაღების გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა, საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
საჯარო სკოლების რეაბილიტაცია
კოდი: 04 04
ბიუჯეტი: 317500 ₾
აღწერა: მუნიციპალიტეტის მიერ განათლების სამინისტროსთან გაფორმებული დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება საჯარო სკოლებში სველი წერტილებისა და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები, გათბობის სისტემების მოწყობა-მონტაჟი.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: კომფორტული და უსაფრთხო სასწავლო გარემო
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია
კოდი: 05 01 05
ბიუჯეტი: 2900 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ვანი მუნიციპალიტეტში განათლების, კულტურის და სპორტის განვითარება. რეგიონის სპორტული ინფრასტრუქტურის, საკლუბო დაწესებულებების, რეაბილიტაცია.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისათვის პრიორიტეტულია. აღნიშნული პროექტების განხორციელება დადებით ეკონომუიურ და სოციალურ ეფექტს მოუტანს მოსარგებლე ბენეფიციარებს.
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები
კოდი: 02 05
ბიუჯეტი: 2434100 ₾
აღწერა: პროგრამით განხორციელდება ქალაქ ვანში გივი ყიფიანის სახელობის სკვერისა და ქალაქ ვანში ყოფილი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე პარკისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის შენობის მშენებლობის სამუშაოები.
განმახორციელებელი სამსახური: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობისათვის სარეკრეაციო, დასასვენებელი და გასართობი სივრცეების შექმნა და გაუმჯობესება. პროგრამის მოსალოდნელი საბოლოო შედეგი  გაიზრდება მოწესრიგებული და რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურული ობიექტები
ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამა

პლატფორმა შექმნილია გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. პლატფორმაზე  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.

This platform was prepared with support from the United Nations Development Programme (UNDP), Danish Ministry of Foreign Affairs and the Government of Georgia. The views expressed in this platform are those of the authors and do not necessarily represent those of the organisations listed above.