0(432) 22 10 34

არქეოლოგიური მუზეუმი

ვანის ნაქალაქარი,  ვანის არქეოლოგიური მუზეუმის უნიკალური აღმოჩენები

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი დაარსდა 1985 წლის 25 სექტემბერს არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით.

მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული უნიკალური ექსპონანტები. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში შეიქმნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ასევე არსებობს მეცნიერთა და მკვლევართა დასკვნა იმის შესახებ, რომ თვით ქალაქი უძველესი ცივილიზაციის მქონე ქალაქის ნანგრევებზეა გაშენებული, რაზეც მოწმობს უნიკალური აღმოჩენები და არტეფაქტები – ძვ.წ I  საუკუნის შუახანით დათარიღებული განძი : ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს ნივთები, რომელიც დიდი ოსტატობითაა დამზადებული. აქვე შეხვდებით ბრინჯაოს და რკინის იარაღებს, საეკლესიო და სარიტუალო ჭურჭელს, ქვევრებსა და სხვადასხვა მითოლოგიური არსებების მინიატურებს. ექსპონანტებში მრავლადაა ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, რომლებიც თავისი სინატიფითა და მშვენიერებით აოცებენ დამთვალიერებელს.

2007 წლიდან ვანის ანტიკური ნაქალაქარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში, 2019 წელს დასრულდა მისი სრული რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ვანის მუზეუმი გახდა საუკეთესო ამიერკავკასიის რეგიონში. მსოფლიოში ,,ოქრომრავალი კოლხეთი’’-ს სახელით ცნობილი გამოფენის ყველა ექსპონანტი მოპოვებულია ვანის ანტიკური ნაქალაქარის გათხრების შედეგად, დიდი ნაწილი დაბრუნდა მუზეუმში.

ვანში მოგზაურობა  ვანის არქეოლიგური მუზეუმი და  ვანის ანტიკური ნაქალაქარიდან უნდა დაიწყოთ, მუზეუმი ძალიან ახლოს მდებარეობს ნაქალაქართან, მუზეუმის რეაბილიტაცია ესესაა დასრულდა და როგორც სპეციალისტები ამბობენ ესაა ერთერთი საუკეთესო მუზეუმი რეგიონში და მთელ მსოფლიოში.

სწორედ ამიტომ გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ ვანს და არ გამოტოვოთ ეს ღირშესანიშნაობა.

ჩვენ შეგვიძლია დაუსრულებლად მოგიყვეთ აქ გამოფენილ უნიკალურ ექსპონატებზე, ქურუმების ქალაქზე, მათ ცხოვრებაზე, თუმცა ეს ყველაფერი თქვენ თავად უნდა ნახოთ. აქ დაგხვდებათ სრულიად თანამედროვე მუზეუმი სადაც უახლესი მულტიმედიური სისტემის წყალობით თოთოეულ ექსპონატთან მონიტორებზე იხილავთ თოთოეული ექსპონატის ისტორიას და განვლილ გზას  მისი სამარხებში აღმოჩენიდან დღემდე. ხოლო ნაქალაქარზე კიდევ სხვა ემოციები გელით უძველესი ტაძრების, სამსხვერპლოების, სამარხების და ა.შ. ისტორიის მოსმენისას ….

გამოგვყევით ჩვენს ვირტუალურ მოგზაურობაში, ჩვენ შეგახედებთ მუზეუმის უნიკალურ დარბაზებში, მაგრამ ეს არაფერია თუ თავად არ ნახე  და განიცადე სანამ ცოცხალი ხარ..თუ ვანის ანტიკური ქალაქი არ ნახე მაშინ არაფერი გინახავს…

პირველ სართულზე თქვენ ნახავთ:

დარბაზი 1:  ვანის ქვეყანა

 საარკეებიანი  დარბაზი:  ადრე ანტიკური ხანის დარბაზი

დიდი დარბაზი:  ძვ.წ.აღ 5-4-3 სს მეორე ნახევარი, სამახები

იხილეთ ფოტოგალერეა