0(432) 22 10 34

მერის პირველი მოადგილე

თანამდებობა: ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე

სახელი,გვარი: გოჩა ჭუბაბრია

დაბადების თარიღი,ადგილი: 1961 წლის 6 ოქტომბერი, ქალაქი ვანი.

განათლება: 1978 წელს დაამთავრა სოფელ ისრითის საშუალო სკოლა. 1986 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის,ეკონომიკის და საქონელთმცოდნეობის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება: 1986-1987 წლებში მუშაობდა პოდოლსკის ელექტრომექანიკური ქარხნის ვანის წარმოებაში „სვეტი“, ეკონომისტის პოზიციაზე .1988-1991 წლებში სტატისტიკის ვანის რაიონულ განყოფილებაში იყო განყოფილების გამგის მოადგილე. 1991-2000 წლებში ხელმძღვანელობდა სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვანის რაიონულგანყოფილებას. 2000-2001 წლებში იყო საგადასახადო ინსპექციის უფროსი ვანში. 2001-2003 წლებში იყო ვანის რაიონის გამგებლის მოადგილე. 2004-2005 წლებშიხელმძღვანელობდა ვანის გამგეობის ეკონომიკის სამსახურს. 2005-2007 წლებში კი იყო სოციალური სუფსიდიის სააგენტოს უფროსი ვანში. 2008-2017 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დასავლეთის ფილიალის ადმინისტრაციას. 2017 წლის 13 ნოემბრიდან , 2021 წლის  14 თებერვლამდე იყო, ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. 2021 წლის  15  თებერვლიდან არის, ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 595 09 95 03  ელ.ფოსტა: gocha.chubabria@vani.gov.ge

ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან მოქალაქეთა შეხვედრის დღე: ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.

→ ბრძანება ვანის მუნიციპალიტეტის მერის, მერის პირველი მოადგილის და მერის მოადგილისათვის მოქალაქეთა მიღების დღეების განსაზღვრის შესახებ იხილეთ მოცემულ ბმულზე