2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე წლის 22 იანვრიდან დაიწყება. (იხილეთ შეხვედრების გრაფიკი მოცემულ ლინკზე )
შეხვედრების მიზანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევაა; აღნიშნული პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
საერთო კრებებზე მოქალაქეები მათ სოფლებში არსებულ საჭიროებებს დააყენებენ დღის წესრიგში. ხმათა უმრავლესობით მოხდება შერჩევა რომელ სოფელში, რომელი პროექტია პრიორიტეტული.
ვანის მუნიციპალიტეეტის მერის 64.64233638 და 64.642336310 ბრძანების მიხედვით, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს, ასევე მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, დაევალათ მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება და მათი კონსულტირება საპროექტო წინადადებების შემუშავების პროცესში.