ბალნეოლოგიური კურორტი სულორი
ბალნეოლოგიური კურორტი სულორი მდებარეობს ვანის მუნიციპალიტეტში, ცენტრიდან 11 კილომეტრში, მდინარე სულორის ნაპირთან. ამ პატარა, 15 კილომეტრის სიგრძის მდინარეს მხოლოდ 2 შენაკადი აქვს, აქედან მოდის მისი სახელიც (სულ ორი). კურორტსაც მისი სახელი ჰქვია ვინაიდან და რადგანაც სამკურნალო თბილი წყალი სულორის კლდიდან გამოედინება.
თქმულების მიხედვით თავდაპირველად თბილ თერმულ წყალს დავრდომილი ახალგაზრდა სრულებით განუკურნებია. სასწაულებრივი განკურნების ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ სოფელს. გასულ ეპოქაში ასეულობით დამსვენებელი სტუმრობდა კურორტ სულორს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
კურორტი სულორის წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს, ის ასევე გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური პრობლემების დაავადებების სამკურნალოდ. კურორტს აქვს საკუთარი პოლიკლინიკა თავისი აღჭურვილობითა და ბალნეოთერაპიული მკურნალობისთვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანით.
ცოტა ხნის წინ დაიწყო კურორტ „სულორი“-ს განახლება მესაკუთრის მიერ სადაც დაგხვდებათ განახლბული ინტერიერი, რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა, თერმული სპა ცენტრი და ა.შ რასაც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის კურორტის უნიკალური მდებარეობა და სულ სხვანაირი სუფთა ჰაერი. განახლებული კურორტის ინფრასტრუქტირა მოიცავს: ახლად გარემონტებულ და კეთილმოწყობილ კოტეჯებს, სპა ცენტრს, წყალქვეშა აბაზანას, დახურული აუზს, კაფე, სატრენაჟორო დარბაზს და სხვა მომსახურების ღირებულებაში შედის სამჯერადი კვება. მენიუ დაბალანსებულია ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით: სეზონური ხილი, ბოსტნეული, ადგილზე დამცხვარი ჯანსაღი პურის ნაირსახეობა, მრავალფეროვანი კერძები ყოველთვის ახალი ხორცით, რძის ნაწარმი, თაფლი და ა.შ. მენიუ სრულიად მოერგება და დააკმაყოფილებს ყველაზე პრეტებზიული ტურისტისა თუ დამსვენებლის მოთხოვნილებასა თუ გემოვნებას. პაკეტში ასევე შედის დღიურად ორი აბაზანა სამკურნალო მასაჯით. ბუნებრივია, ყველა პროცედურა კეთდება უნიკალური თერმული წყლით; სამკურნალო პროცედურასთან ერთად, 38 გრადუსიანი თერმული წყლის აბაზანები განსაკუთრებით აუზში ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაცაა..
ამჯერად რეაბილიტაციის შედეგად კურორტს შეუძლია ერთდროულად უმასპინძლოს 35 პერსონას წელიწადის ოთხივე სეზონზე. ასევე მიმდინარეობს ლანდშაფტის მოდერნიზება, კურორტის ეზოსა და პარკის კეთილმოწყობა და სხვა განთავსების ობიექტების განახლება რის შედეგადაც მომავალ რამდენიმე წელიწადში კურორტი სრულიად დაიტვირთება და ათეულობით ტურისტისა თუ სტუმრის დაბინავებას შეძლებს. აქვე დავძენთ იმასაც, რომ პარალეურ რეჟიმში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები სრულიად არ შეგიშლით ხელს წყნარდ და კომფორტულ დასვენებაში და თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი შვებულება „სულორში“ წელიწადის ორხივე სეზონზე.
რაც შეეხება კურორტის ულამაზეს ლანდშაფტს, ის ჩაფლულია წიწვოვან მცენარეების ტყე-პარკში. სწორედ ამიტომაა აქ ჰაერი ყოველთვის გრილი, მსუბუქი და ჟანგბადით გაჯერებული ძალიან ცხელ ზაფხულშიც კი,. ზოგადად კლიმატი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ერთნაირად სასიამოვნოა კურორტის კიდევ ერთი უპირატესობაა. სწორედ ამიტომ ის კომფორტულია ნებისმიერი ასაკის დამსხვენებლებისთვის, რადგან გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს ერთ ადგილზე. აი, კურორტის სამკურნალო თვისებები კი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს…..
მნიშვნელოვანია ითქვას ისიც , რომ „სულორი“-ს განახლების პროცესი ეხლა დაიწყო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა კონცეფცია ითვალისწინებს აქ მნიშვნელოვანი ტურისტული ზონის განვითარებას და არის დიდი მზაობა ის იქცეს სრულიად თანამედროვე კურორტად, რომელიც გახდება ტურისტებისთვის იმერეთში ერთერთ გამორჩეულად საყვარელი და მაღალი აქტივობის მქონე დანიშნულების ადგილად სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, რომელიც თანამედოვე ტენდენციებს მიჰყვება, მუდმივი სიახლეებით, აღმოჩენებით, აქტიური ცხოვრებით, ხელუხლებელი ბუნებით და ა.შ…. კურორტის მიერ შეთავაზებული სერვისები კი ინოვაციური და საინტერესო იქნება როგორც ქართველი ასევე უცხოელი ტურისტებისთვის.
საკონტაქტო ტელეფონი: 579 00 00 90