გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა
სს „საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემის“ მიერ 500 კვ. ძაბვის ორჯაჭვა საჰაერო
ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო-ახალციხის“ მშენებლობისა და
ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 500 კვ. ძაბვის ორჯაჭვა საჰაერო
ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემა“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ადიგენის, ვანისა და წყალტუბოს
მუნიციპალიტეტები
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და
განათლების ცენტრი
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2025 წლის 23 ივლისი, 12:00 საათი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარხანის
საჯარო სკოლის შენობა - 2025 წლის 23 ივლისი, 15:00 საათი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ბენარას
ადმინისტრაციული ერთეულის შენობა - 2025 წლის 24 ივლისი, 10:30 საათი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. საპრასიას
ადმინისტრაციული ერთეულის შენობა - 2025 წლის 24 ივლისი, 13:30 საათი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ამაღლების
ადმინისტრაციული ერთეულის შენობა - 2025 წლის 24 ივლისი, 16:30 საათი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ.
პატრიკეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს
ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების
წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები
და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025
წლის 11 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი
N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე
გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი
დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას
უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელფოსტა:
ph@eiec.gov.ge , მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 12-ე მუხლის შესაბამისად, გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
საქმიანობის განმახორციელებლის მხრიდან განცხადება დარეგისტრირდა 2025 წლის
9 ივნისს. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან, არაუადრეს 51-ე დღისა და
არაუგვიანეს 55-ე დღისა სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ
კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას იღებს
გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://ei.gov.ge/ka/info/0ffdffc8-2924-4f53-8bf7-07a53a3c5beb