დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საკანალიზაციო სისტემის და ჩამდინარე
წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანია“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ვანის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2025 წლის 8 ოქტომბერი, 13:00 საათი, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (ქ. ვანი, თავისუფლების ქუჩა N 65).
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს
ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების
წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები
და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის
გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების
ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ
სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი
დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას
უზრუნველყოფს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. საჯარო განხილვასთან
დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს (ქ.
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge, ტელ:
+995 32 2439503/+995 32 2439510).
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში საქმიანობის განმახორციელებლის მხრიდან განცხადება დარეგისტრირდა 2025 წლის
19 აგვისტოს. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან, არაუადრეს 85-ე დღისა და
არაუგვიანეს 90-ე დღისა სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ
კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას იღებს
გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://ei.gov.ge/ka/info/e5653d10-13ce-4588-ac7d-e78cb4221ad0