გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ ,,იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა“ და ,,იმერული ღვინის ასოციაციის“ ორგანიზებით, 2025 წლის 10-12 ოქტომბერს, უკვე მესამედ, იმერეთში, ტარდება იმერული ღვინის კონკურსი- Imeretian wine Challenge 2025.
კონკურსის მიზანია იმერული ღვინის, როგორც ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე, ზოგადად იმერეთის, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის ცნობადობის ამაღლება და მსოფლიოსთვის საუკეთესო იმერული ყურძნის ჯიშებისაგან წარმოებული ღვინოების წარდგენა.
აღნიშნული კონკურსის ჟიურის წევრებად იმერული ღვინის ასოციაციასა და ა(ა)იპ ,,იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას” მოწვეული ჰყავს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ღვინის დარგში: ტომას ბრენდლი ( გერმანია) – ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ღვინის ქვეყნების პრომოუტერი, Concours Mondial de Bruxelles-ის ელჩი გერმანიაში, ავსტრიაში და მთელ სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპაში. დავიდე ბარტონე ( იტალია) – ღვინის ჟურნალისტი და ღვინის კრიტიკოსი, ონლაინ ჟურნალის winemag.it-ის მთავარი რედაქტორი, საერთაშორისო გამოცემის Wine-Searcher- ის კორესპონდენტი, ღვინის იმპორტიორი და ღვინის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი. მეთიუ ჰორკეი ( ამერიკა) – ღვინის ჟურნალისტი, მწერალი, საერთაშორისო ბლოგერი და მრავალი საერთაშორისო ღვინის კონკურსის ჟიურის წევრი და ღვინის მოგზაური. პასი კეტოლაინენი MW, MBA Master of Wine (2020), ღვინის საერთაშორისო ექსპერტი და სომელიე, ფლობს WSET დიპლომს, მუშაობდა ღვინის იმპორტსა და მენეჯმენტში, არის საერთაშორისო კონკურსების ჟიური და საგანმანათლებლო დეგუსტაციების ლექტორ.
ჩან ჯუნ პარკ ( კორეა) – ღმოსავლეთ ევროპის ღვინოების ინსტიტუტის დირექტორი,
კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ღვინის
პრეზენტატორი და მწერალი, საერთაშორისო კონკურსების ჟიური, Asia Wine Trophy-ის
აზიის დირექტორი და Wine Travel Awards 2024–2025-ის გამარჯვებული კატეგორიაში
“Wine & Food Influencer – Expert Opinion ირინა დიაჩენკოვა (უკრაინა) – Wine Travel Awards-ის და ჟურნალ Drinks+ and DRINKS+-ის თანადამფუძნებელი და ღვინის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი ვლადიმერ კუბლაშვილი ( საქართველო) – ღვინის საერთაშორისო ჟიური და მეღვინეობა “ხარებას” მთავარი მეღვინე და აღმასრულებელი დირექტორი
თამარ იმედაძე (საქართველო) – საქართველოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის
მოადგილე და საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი ქეთევან ჯურხაძე (საქართველო) – იმერული ღვინის ასოციაციის დირექტორი და კონკურსის ხელმძღვანელი, ღვინის ექსპერტი, საერთაშორიოს კონკურსების ჟიურის წევრი, ღვინის სკოლა „კაბისტონისა“ და მეღვინეობა „კაბის ტონის“ დამფუძნებელი და მეღვინე.
დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, კონკურსში მონაწილეობის პირობებს შეგიძლიათ
გაეცნოთ აქ: https://www.facebook.com/DMOImereti