კათალიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე
კალისტრატე (ბიჭიკო) ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს ქუთაისის გუბერნიის, ვანის რაიონის, სოფელ ტობანიერში სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. წარმატებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და საღმრთო გზას სწორედ მაშინ დაადგა როდესაც ქვეყნის ბედი გაურკვეველი იყო. მაშინდელი პატრიარქი ამბროსი ხელაიას გადაწყვეტილებით 1925 წლის 11 ნოემბერს ნინო წმინდის მიტროპოლიტი კალისტრატე დაინიშნა კათოლიკოს პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ. კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით 1932 წლის 21 (24) ივნისს კალისტრატე ცინცაძე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეკურთხა -სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქად. ის ღირსეულად ხელმძღვანელობდა ქართულ მართლმადიდებლურ სამყაროს 1932-1952 წლებში, მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ავტოკეფელიის მოპოვებაში, შენარჩუნებასა და დღემდე მოტანაში .ის ასევე დიდი ენათმეცნიერი გახლდათ, მისი ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს სოფელს ტობანიერში .მის მშობლიურ მიწა-წყალზე, სადაც მრავალი ექსპონანტია დაცული კათალიკოსის პირადი თუ საეკლესიო ცხოვრებიდან.