კორნელი კეკელიძე
ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე დაიბადა 1879 წელს ვანის რაიონ სოფელ ტობანირში. ის მეტად დაახლოებული პირი იყო იოსებ ჯუღაშვილთან სასულერო სემინარიიდან. 1916 წელს კორნელ კეკელიძე დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად, ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ის ხელმძღვანელობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას .ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართულ ენათმეცნიერებასა და ქვეყნის წინაშე.
კორნელ კეკელიძის სახლ-მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ მისი პირადი ნივთები, ფოტოები და სხვა საინტერესო ექსპონატები.