სოფელი სულორი იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ვანიდან 11 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 250 მეტრზე. თემი ისტორიულად დვალიშვილების თემში შედიოდა და სამი სოფლისგან შედგებოდა. სულორში დგას ისტორიული კოშკი – გორმაღალის ციხე.
კურორტი სულორი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც 3 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, რბილი, უთოვლო ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. სულორში გამოედინება სამკურნალო თვისებების ქონე, დაბალი მინერალიზაციის, სულფიდური, სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ აბაზანებისთვის იყენებენ. საკურორტო სეზონი გრძელდება ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით. კურორტს ბალნეოთერაპიული მკურნალობისათვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანა და საკუთარი პოლიკლინიკა აქვს. სოფელში მიდის სამანქანო გზა.