ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ივანე კორძაძემ, სოფელ შუამთის საჯარო სკოლის პედაგოგს, ნათელა ახობაძეს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადასცეს.
„ გილოცავთ ამ დამსახურებულ ჯილდოს, მადლობას გიხდით ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ მომავალი თაობების სწავლისა და აღზრდის საქმეში, გისურვებთ კვლავაც მრავალი თაობა აღგეზარდოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის და სამშობლოს სასახელო შვილებად.“
განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა .
ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ნთელა ახობაძე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 1972 წლიდან, არის წამყვანი მასწავლებელი, ხარისხის განვითარების ჯგუფის წევრი და საგანმანათლებლო სფეროში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით.
შეხვედრას სკოლის დირექტორები, პედაგოგები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.