ვანის სალოტბარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.
სტუმრები და ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან- ვლადიმერ ხელაძესთან და გოჩა ჭუბაბრიასთან ერთად, შეხვდნენ ვანის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელებს ძმებ შოთა და პავლე რამიშვილებს და მოუსმინეს სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებულ საგალობლებს.
ვანის სალოტბარო სკოლა 2 წელია რაც დაარსდა და 30 მოსწავლე ყავს.
კულტურის მინისტრი შეხვედრებზე მოსულ საზოგადოებას გაესაუბრა და სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა გეგმებსა და მათ საჭიროებებს გაეცნო. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა სკოლების წარმომადგენლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისა და თავდაუზოგავი შრომისთვის.
სალოტბარო სკოლების გახსნა 2015 წელს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა დაიწყო საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. რომლის მიზანია უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენა, მოვლა და პოპულარიზაცია.