„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, თავის მოადგილესთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
დღეს შეხვედრა გაიმართა მუქედის, ციხესულორის, გადიდის და ზედა ვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში. გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მეტად პრიორიტეტული იყო.
ესენია: შიდა საუბნო გზები, გარე განათება, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, მინი სტადიონი და სოფელ ზედავანში საბავშვო ბაღისთვის წყლის სისტემის მოწყობა.