ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის ადმინისტრაციულ ერთეულში, კუშუბოურის საუბნო გზაზე ბეტონის საფარი იგება.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოები ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ დაათვალიერეს.
კუშუბოურის საბნო-საავტომობილო გზის აღდგენაზე მუშაობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, „ შპს მიმდემი“.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელსაც გაგრძელდება.




სიღრმისეული ანალიზებისა და რეკლამების ნახვა
პოსტის რეკლამირება
მოწონება
კომენტირება
გაზიარება