წარმოგიდგენთ ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის ვადებისა და მოსაზრებების წარმოდგენის შესახებ:
სხდომების განრიგი :
ოთხშაბათი, 19 ნოემბერი:
- 14 საათი: საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა;
- 15 საათი: საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის სხდომა;
ხუთშაბათი, 20 ნოემბერი:
- 13 საათი: საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკისა და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა;
- 15 საათი: საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა;
პარასკევი, 21 ნოემბერი:
- 12 საათი: საკრებულოს ფრაქციის „ხალხის ძალა“ სხდომა;
- 15 საათი: საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა;
ორშაბათი, 24 ნოემბერი:
- 12 საათი: საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა;
სხდომებზე დასწრება თავისუფალია;
მისამართი: ქ. ვანი, თავისუფლების ქ. N65; ვანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობა; მე-3 სართული, საკრებულოს აპარატი;
მოქალაქეებს მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონულად მისამართზე: vani.mun@gmail.com , vani.sakrebulo@gov.ge
მოქალაქეთა მიერ მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 24 ნოემბერი, 10 სთ.
დამატებითი დოკუმენტაცია იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულებზე
- ვანის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი
- განმარტებითი ბარათი დადგენილების პროექტზე „ვანის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
- ვანის მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტის დანართი
- ვანის მუნიციპალიტეტის 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი
- ვანის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის გზამკვლევი






