
ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება. გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის შედეგად 2 სოფლის მოსახლეობა კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას შეძლებს.
სამუშაოებს შპს „მიმდემი“ ახორციელებს. პროექტი გარდამავალია და მიმდინარე წელს განსახორციელებელი სამუშაოების ღირებულება 355 000 ლარს შეადგენს.