მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დღეს ვანის მუნიციპალიტეტში კონცერტი გაიმართა. აქ შეკრებილ სტუმრებს მუსიკალურმა ჯგუფებმა „ჩვენებურები” და „გუფი ლენდი“ დაუვიწყარი საღამო აჩუქეს.
დღის განმავლობაში მოწყობილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო სივრცეები და ბავშვების გართობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და ჟირაფი ჟოზე.
აღნიშნული მუსიკალური მარათონი სრულიად ქვეყნის მასშტაბით იმართება.