ტურიზმი

ღირსშესანიშნავი ადგილები

ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტია ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი . მისი სრული რეაბილიტაცია დასრულდება 2016 წელს, რის შედეგად ვანის მუზეუმი იქნება საუკეთესო ამიერკავკასიის რეგიონში. არქეოლოგიურ მუზეუმში განთავსდება სარესტავრაციო და ფონდების განყოფილებები, ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი, ბიბლიოთეკა, მოეწყობა  თანამედროვე ტქნოლოგიებით აღჭურვილისაგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები. მუზეუმში დაცულია მოპოვებული არქეოლოგიური მასალები, წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებები.     მსოფლიოში ,,ოქრომრავალი კოლხეთი“-ს სახელით ცნობილი გამოფენის ყველა ექსპონატი მოპოვებულია ვანის ანტიკური ნაქალაქარის გათხრების შედეგად, რომლის დიდი ნაწილი დაბრუნდება მუზეუმში. მუზეუმ- ნაკრძალის კომპლექსის შემადგენელი კომპონენტებია – ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და თავად მუზეუმი. ნაკრძალის ტერიტორიაზე არის მრავალფეროვანი სარეკრეაციო ზონა.

 მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე არის ბალნეოლოგიური კურორტი სულორი, რომელიც განთქმულია თავისი თერმული და მინერალური წყლებით.

  ვანის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლები: შუამთის წმინდა გიორგის ეკლესია; მელოურის ციხე და XIV ს მელოურის ეკლესია სოფ. ძულუხში; XII-XIII სს მთავარანგელოზის ეკლესია; თამარის ციხე სოფ. ინაშაურში; ბზვანის მღვიმე; გორმაღალის ციხე სოფ. სულორში; ნათლისღების სახელობის ეკლესია სოფ. შუამთაში; XVIII ს სამების ეკლესია სოფ. დიხაშხოში; XI ს ეკლესია სოფ. გადიდი; XVI ს ეკლესია სოფ. სალომინაოში; ფეოდალური ხანის ორი ციხესიმაგრე და XIX ს ეკლესია სოფ. ზედა ბზვანში; 1619 წლის მაცხოვრის ეკლესია სოფ. ამაღლებაში; შუა საუკუნეების ციხე, ეკლესია და კოშკი სოფ. ისრითში; მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფ. ქვედა მუქედში; ციხესიმაგრე სოფელი მაისაოურში; ლეგენდის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დგას ჯვარი, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა აღმართა.

 ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, კოლხეთის ცის ქვეშ, ,,მოღალულ სულს რომ ასე ენათესავება“ , სად ,,ცა, მიწა სავსეა მარადი ლირიკით“, მე-19 საუკუნის მიწურულს დაიბადა ,,ბედნიერი ორი გენია“, სამშობლოსთვის გულმხურვალე ორი მლოცველი, ორი შეუდარებელი პოეტი – გალაკტიონი და ტიციანი. გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების ისტორიული სახლ- მუზეუმების  ახლოს მოქმედებს მათივე სახელობის მუზეუმი, რომელიც არის ძლიერი კულტურულ- საგანმანათლებლო კერა. სოფელ ტობანიერში ფუნქციონირებს  კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმი