3 დეკემბერს გაიმართა ვანის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა.
სხდომა გახსნა ვანის N53 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზაზა გიორგაძემ.
მან საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ისაუბრა, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომას უხუცესი წევრი ილია დვალიშვილი გაუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
ახალი საკრებულო 30 წევრისგან შედგება, მათ შორის 10 მაჟორიტარი და 20 პროპორციული წესით არჩეული წევრია. აქედან 23 მანდატი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, 6 -„ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“, ხოლო 1- „ევროპულ საქართველოს“.
საკრებულომ სამანდატო დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე სცნო საკრებულოს 30 წევრის უფლებამოსილება.
პირველ სხდომაზე გაიმართა საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევნები, რომლის ჩატარება ხმისდამთვლელმა დროებითმა კომისიამ უზრუნველყო მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
საკრებულოს თანამდებობებზე ფარული კენჭისყრით, ხმების უმრავლესობით, არჩეულ იქნენ შემდეგი პირები:
საკრებულოს თავმჯდომარედ – ალექსანდრე ლილუაშვილი;
საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – გიორგი ივანიაძე;
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად – შოთა გიორგაძე და დავით ხარძეიშვილი;
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – გელა ჩიკვაიძე;
ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ – გელა ვარდოსანიძე;
იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ – ვლადიმერ ჭვალაძე;
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – რამაზ არველაძე;
განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარედ – კობა ტოხვაძე;
საკრებულოს სხდომაზე ასევე დამტკიცდა საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობა და კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.
სხდომამ ცნობად მიიღო ინფორმაცია ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შექმნის შესახებ, რომელსაც გელა ღვიტიძე უხელმძღვანელებს.