ვანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
პროგრამის ფარგლებში, ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია ზედავანის,ძულუხის,სულორის,დიხაშხოსა და სალხინოს ადმინსტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.
ზედავანში ადგილობრივებმა მხარი დაუჭირეს სასაფლაოს ეზოს შემოღობვის პროექტს.
ტყელვანში, მოსახლეობის სურვილისამებრ კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრში არსებული სკვერი, ნამიჭეიშვილების უბანში რეაბილიტირდება სასაფლაოსთან მისასვლელი გზა და სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით მოხდება პოლიეთილენის მილების შეძენა.
ძულუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნით, სოფლის ცენტრალურ სასაფლაოსთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი.
სულორში ადგილობრივებისთვის პრიორიტეტულ პროექტად სოფლის ცენტრში, მდინარე სულორზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასახელდა.
სოფელ დიხაშხოს მაცხოვრებლებმა ვაშლარას უბანში, დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობას დაუჭირა მხარი, ისრითში კი სასაფლაოს შემოღობვა და ციხისუბანში ბეტონის საფარის მოწყობა მიიჩნიეს პრიორიტეტულად.
სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მოთხოვნით კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრი, ზენობანში კი მოეწყობა გზის დამცავი ჯებირი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობათან შეხვედრები პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით, ვანის მუიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.
შემდგომ ეტაპზე მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, მოხდება შესაბამისი მასალების შესყიდვა და გაზაფხულზე დაიწყება მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება.