12 აგვისტოს 14.00 საათზე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი სხდომა გაიმართება.
მისამართი: ქ.ვანი, თავისუფლების ქუჩა N 65
საკრებულოს სხდომა საჯაროა და შეუძლია ნებისმიერმა დაინტერესებულმა მოქალაქემ დაესწროს.
დღის წესრიგი
- „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
მომხს.: გიორგი ივანიაძე
- „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
მომხს.: გიორგი ივანიაძე
- „ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს N15 ქუჩისათვის ნიკოლოზ აგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: გიორგი ივანიაძე
- ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანში მდებარე ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) სახელდების თაობაზე;
მომხს.: გიორგი ივანიაძე
- ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, გარდა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს: გიორგი ნამიჭეიშვილი
- ვანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებების მიხედვით შერჩეული პროექტების დამტკიცების შესახებ, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 11 მარტის გ-65. 65260702 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მომხს. მამუკა ნამიჭეიშვილი
- საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ცნობად მიღების თაობაზე.
მომხს: გიორგი ივანიაძე
- ვანის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის მოსმენის თაობაზე.
მომხს: ალექსანდრე გოგორიშვილი
- ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის თაობაზე
მომხს: შოთა გიორგაძე





