ვანის მუნიციპალიტეტში ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მსოფლიო ოლიმპიური დღე მასშტაბურად აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში არქეოლოგიური მუზეუმის ტერიტორიაზე, ადგილობრივი და მოწვეული საჯარო და კერძო სკოლების, ასევე სასპორტო და სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელთა მონაწილეობით გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ჭადრაკში, ნარდსა და გეზრბენში.
სპორტული პერფორმანსის ფონზე საზეიმოდ შემოიტანეს ოლიმპიური ცეცხლი.
დღესვე სხვა და სხვა სპორტული მიღწევებისთვის, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ სპორტსმენები, ასევევ ოლიმპიადის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისთვის დაჯილდოვდა ვანის მუნიციპალიტეტის მერი და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები.
მოგვიანებით სპორტული აქტივობები ვანის სასპორტო სკოლაში გაგრძელდა , სადაც გაიმართა კალათბურთისა და მინი-ფეხბურთის ტურნირები.
იმერეთის შემოსავლების სამსახურისა და ვანის მერიის თანამშრომლებს შორის გამართული საფეხბურთო მატჩი, ვანის მერიის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.
ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით გამართულ სპორტულ ღონისძიებებს, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან, ხელისუფლების სხვა წევრებთან, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლობასთან ერთად დაესწრო.
ოლიმპიური დღე ყოველწლიურად 23 ივნისს აღინიშნება, 1894 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაარსების საპატივცემულოდ. ეს არის დღე, როდესაც ხალხი მთელს მსოფლიოში ერთიანდება, რათა აღნიშნონ მეგობრობისა და პატივისცემის ოლიმპიური ღირებულებები და გააძლიერონ ფიზიკური აქტივობა.
ოლიმპიური დღის წლევანდელი სლოგანია – „ მოდით ავმოძრავდეთ.“